ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მესტიის მუნიციპალიტეტში განაგრძობს.
ამჯერად, გოჩა ენუქიძე ბეჩოს თემის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ,,კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეაბილიტირდა და ასფალტის საფარი დაიგო ბეჩო-შიხრის 7-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე; აშენდა საავტომობილო ხიდი ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის სოფელ მაზერში; აშენდა ნაპირსამაგრი გაბიონები მდინარე დოლრაზე; მიმდინარეობს სოფელ ტვებიშთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა; რეაბილიტირდა მაზერის საჯარო სკოლა, მოეწყო სველი წერტილები და ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის; დაგეგმილია მაზერის საბავშვო ბაღის მშენებლობა; დაგეგმილია ბეჩოს საჯარო სკოლის მშენებლობა; აშენდა ბაგვდანარის სამეურნეო დანიშნულების ხიდი; მიმდინარეობს სოფელ მაზერში წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა.