გოჩა ენუქიძე მესტიის მუნიციპალიტეტში მულახის თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში მულახის თემის სოფლების: არცხელის, ზარდლაშის, ლახირის, მაჯვდიერის, მურშკელის, ჟაბეშის, ჟამუშის, ღვებრას, ჩვაბიანის, ცალდაშისა და ჭოლაშის მოსახლეობას შევხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისაუბრეს მულახის თემში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ:

“აშენდა ილია გაბლიანის სახელობის სპორტული სკოლა და მურშკელის მრავალფუნქციური შენობა,
რეაბილიტირდა სოფელ მუჟალში რევაზ მარგიანის სახელობის და სოფელ ჭოლაშში, იაროსლავ იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლები და სოფელ ჭოლაშის ხიდი; მოეწყო გზის საყრდენი კედლები; გაიწმინდა სოფლების, ჟაბეშისა და ჩვაბიანის ღელეები მოეწყო რკინა-ბეტონის გადასასვლელები და გაბიონები; მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების, მაჟვდიერი-ჟაბეში საავტომობილო გზის მშენებლობა; მიმდინარეობს მულახის თემის სოფლების წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების პროექტირება; დაგეგმილია მუჟალისა და ჭოლაშის საბავშვო ბაღების მშენებლობა; დაგეგმილია სოფელ არცხელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ჟიმუშიდან ჭოლაშში გადასასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა”, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები