მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა აჭარაში, 1 კი იმერეთში დაფიქსირდა

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა აჭარაში, ერთი კი იმერეთში დაფიქსირდა.

ენდელაძის თქმითვე, არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადებების ქონა აუცილებლად გარდაცვალებას იწვევს.

“ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, მაგრამ თანმხლები დაავადებების ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება. გააჩნია თანმხლები დაავადების სიმძიმეს, სტაციონარში მიმართვის დროს და ა.შ.

ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის 8 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო 1 ცხინვალიდან იქნა გადმოყვანილი”,- განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები