მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული მეორეული მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი” ავტომობილში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა.გ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 5881.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორეული მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5881.74 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები