მარინა ენდელაძე: ამჟამად ყველაზე საშიში თბილისია და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ყველაზე საშიში თბილისია და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სწორედ რეგულაციების დაუცველობის გამო გაიზარდა.

„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866​-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები