გიორგი ხელაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში
„საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
ხელაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში.
„გარეჯთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში,” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.