ბექა ოდიშარია: კვლევითი ორგანიზაციის – Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევა ასახავს იმ რეალობას, რომ “ქართული ოცნება” პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

მთაწმინდა-კრწანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ბექა ოდიშარია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანული ორგანიზაციის – Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს.

მისი თქმით, კვლევა ასახავს იმ რეალობას, რომ “ქართული ოცნება” პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“განწყობა არის ძალიან პოზიტური, ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. პროცენტებზე საუბარი კონკრეტულ ციფრებში არ მსურს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შედეგი, რაც ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ განაცხადა, ასახავს იმის რეალობას, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს 31 ოქტომბერს პირველივე ტურში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანია Survation -მა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გუშინ გამოაქვეყნა. კითხვაზე, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას – ბექა ოდიშარიამ 62% დააგროვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები