“არის მზადყოფნა, რომ თუ სასტუმროები ბანკებს მიმართავენ, ისინი მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებსა და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან იქ არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.