კორონავირუსის გამო, თბილისში “ოქროს ბირჟა” ორი კვირით დაიხურა
„თბილისი ცენტრალში“ განთავსებული “ოქროს ბირჟა” ორი კვირით მუშაობას აჩერებს.
„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის, ეთერ ყიფიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსია, რომელიც “ოქროს ბირჟის” 5 თანამშრომელს დაუდასტურდა.
„რაც ჩვენ ვიცით, 5 თანამშრომელია ინფიცირებული. „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით გაჩერდება, დღიდან უკვე დაკეტილია. დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ვისაც რამე სიმპტომი ექნება, კორონავირუსზე ტესტირებას მიმართავს“, – განაცხადა ეთერ ყიფიანმა.