მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს ბაქოში ჩავა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ინფორმაციას თურქეთის საგარეოპოლიტიკური უწყება ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ჩავუშოღლუს აზერბაიჯანის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი შეხვდება, რომლის დროს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები განიხილება.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოხდება აზრების გაცვლა არა მხოლოდ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, არამედ – სხვა რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან.