მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა არ დასჭირდება
„ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა არ დასჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას” აქვს 60%-მდე მხარდაჭერა.
„სიმართლე ის არის, რომ „ ქართული ოცნება” პირველ ადგილზეა. ამ კვლევებს არ ვენდობი, რადგან საკმაოდ დიდი აცდენებია შეფასებებშიც და დამოკიდებულებებშიც. ამიტომ, სერიოზულად არ ვუყურებ. მმართველ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.