ვლადიმერ ბოჟაძე: ქვეყნის მტრები აგრძელებენ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევის” მცდელობას
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
ბოჟაძის თქმით, ქვეყნის მტრები ყველაფრის მიუხედავად აგრძელებენ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევას”:
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური განცხადების მიუხედავად ქვეყნის შიდა და გარე მტრები აგრძელებენ სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს „ჩათრევის” მცდელობას, თითქოსდა რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს ვეხმარებით, ამჯერად სომხეთთან ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ. სომხეთის ელჩის ეს რუსულენოვანი ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის და მეზობლების წინააღმდეგ გამართულ დეზინფორმაციულ ომს, მნიშვნელოვანია, რომ სომხებმა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში იცოდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფო არასდროს ჩაერევა ამ კონფლიქტში და მხოლოდ მოდერატორი, რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდამჭერი იქნება”, – აღნიშნავს ბოჟაძე.