ირაკლი კობახიძე: გამოძიების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ, მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში
“მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ბოლო დროს თბილისში, მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებს.
მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა მძიმე შემთხვევებს, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება.
„გამოძიების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ, მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო სჭირდება გარემოებების დადგენას, ეს გარემოებები ძალიან მალე დადგინდება. დღეს-ხვალ ყველაფერს მოეფინება ნათელი. შესაბამისად, იქნება რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, მათ შორის, მარნეულზე, ბოლნისსა და თბილისზეც. სამი სხვადასხვა მძიმე ინციდენტი იყო თბილისში, ბოლნისსა და მარნეულში. სამივე შემთხვევაში უნდა დადგეს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.