ნინო ცაციაშვილი: შსს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაში აქტიურად არის ჩართული 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს რადიოს ეთერში საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დღეს პოლიციის მხრიდან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლებისგან 22 ოქტომბრამდე შეიქმნება ჯგუფები, მათი ფუნქცია და ვალდებულება კი არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა იქნება.

„2020 წლის 18 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიებების გატარების შესახებ, რომელიც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება იმ ღონისძიებებს, რასაც ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ტერიტორიული დანაყოფები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაში. ეს ჯგუფები შეიქმნება 22 ოქტომბრამდე, როგორც მოგეხსენებათ, ტერიტორიულ ორგანოებში იქმნება ასეთი ჯგუფები და მათი ფუნქცია და ვალდებულება გახლავთ, უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში ჩატარება. 22 ოქტომბრამდე ყველა ტერიტორიულ ორგანოს აქვს ვალდებულება. ამ ეტაპზე, გურიისა და აჭარის რეგიონში უკვე შეიქმნა ეს ჯგუფები და 22 ოქტომბრამდე ყველა ტერიტორიულ ორგანოს აქვს ვალდებულება, შექმნას ეს ჯგუფები. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოახდენს დარღვევებზე რეაგირებას, გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თითოეულ მოქალაქეს საშუალება მიეცეს, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს საკუთარი ნება თავისუფალ გარემოში გამოხატოს. ჯგუფი დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისგან. ეს არის როგორც საპატრულო პოლიცია, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ანუ, საკმაოდ მულტიდისციპლინური შემადგენლობა აქვს ამ ჯგუფს და საჭიროების შემთხვევაში რეალურად მოახდენს რეაგირებას ცალკეულ ინციდენტებზე, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს, რომ შემდგომში გართულებები და არასასურველი ინციდენტები იქნეს თვიდან აცილებული“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები