ვლადიმერ ბოჟაძე: ეს არის ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისა და რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, დასტური იმისა, რომ ასე ახლოს ნატო-ს წევრობასთან არასდროს ვყოფილვართ

“საქართველოს პრემიერმინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა ბრიუსელში, სადაც კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს და აძლიერებს დემოკრატიას ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მმინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრას ეხმიანება.

ბოჟაძის თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისა და რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, დასტური იმისა, რომ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ნატო-ს წევრობასთან.
“გენერალური მდივნის შეფასებებში აშკარად იგრძნობა მისი მოლოდინი, უახლოეს მომავალში მოხდეს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა და სრული ინტეგრაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდაჭერა და ოკუპაციის საკითხის მუდმივი ხაზგასმა სერიოზული გზავნილია რუსეთისთვის შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულები. ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა და არსებითი პაკეტი ის ინსტრუმენტებია, რომლებიც კიდევ უფრო დააჩქარებს და გააღრმავებს ისედაც ისტორიულად მაღალ ნიშნულზე მყოფ ურთიერთობებს”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები