“საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია „ტვიტერში” ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ო’ბრაიენთან საუბრის შესახებ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები განვიხილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენთან.
საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.