იაპონიაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის – “ავიგან”-ის კლინიკური ცდები დაასრულეს, რომელზეც დიდი იმედები მყარდება.
როგორც გამოცემა “კიოდო” მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია Fujifilm Holdings Corp-ზე დაყრდნობით წერს, ამჟამად, სპეციალისტები მიღებული მონაცემების ანალიზს შეუდგნენ.
თავდაპირველად, კომპანია ცდების დასრულებას მაისში გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ვადებმა ივნისის ბოლომდე გადაწია და შემდგომ ისევ გადაიდო.
წამალი 6 წლის წინ გრიპის სამკურნალოდ იყო შექმნილი, თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა უკუჩვენებები გამოავლინა. ამის შედეგად, ის ფეხმძიმე ქალების სამკურნალო პრეპარატების ნუსხიდან ამოიღეს.
ამასთანავე, ჩინელმა ექიმებმა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის დროს “ავიგანის” ეფექტურობა გამოავლინეს.
იაპონიაში ამჟამად “ავიგანის” არსებული მარაგი ორ მილიონამდე ადამიანის სამკურნალოდ ჰყოფნის.
პანდემიის დაწყებიდან იაპონიაში კორონავირუსის 80 283 შემთხვევა დადასტურდა, 1526 პირი გარდაიცვალა, მათგან 163 -ის მდგომარეობა მძიმეა, 72 063 პაციენტი განიკურნა.