მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში “კოვიდ 19”-ით უკვე 31 028 757 ადამიანია ინფიცირებული.

შესაბამის ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

განახლებული სტატისტიკით, მსოფლიოში ვირუსს 960 698 პირი ემსხვერპლა, 21 254 847 განიკურნა.

ქვეყნების მიხედვით, ანტილიდერი ისევ აშშ-ის, სადაც 6 805 342 დაავადებული, 199 511 გარდაცვლილი და 2 590 671 გამოჯანმრთელებულია.

მეორე პოზიციაზე ინდოეთია ​5 487 580 ინფიცირებულით და 87 882 გარდაცვლილით; ბრაზილიაში 4 544 629 დადასტურებული შემთხვევა და 136 895 ლეტალური შემთხვევაა; მილიონიან ზღვარი რუსეთმაც გადაკვეთა, სადაც 1 098 958 ინფიცირებული და 19 349 გარდაცვლილია.

ევროპის კონტინენტში ისევ ესპანეთი ლიდერობს 640 040 ინფიცირებულით; შემდეგ პოზიციაზე საფრანგეთია 467 614 და მესამე პოზიციას 396 744.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები