17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (722.3 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (51.4 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).
ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები