მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 003 378-ს მიაღწია.

შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემის მიხედვით, ვირუსს 943 203 პირი ემსხვერპლა, 20 398 381 განიკურნა.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ისევ აშშ-ში რჩება – 6 669 322; შემდეგ მოდის ინდოეთი – 5 118 253 და ბრაზილია – 4 419 083. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონს არის გადაჭარბებული.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტს – აქ ანტილიდერები არიან ესპანეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები