თსუ-ის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, “კოვიდ-19” დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, “კოვიდ-19” დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს. თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებსა და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილნი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია.

საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს”, – ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები