გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია შევიდა, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში იყო. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. დაშავებული არავინ არის.
​ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფის სამი ეკიპაჟი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები