გურამ მაჭარაშვილი: თუ პირი პარლამენტის წევრი გახდება, მას ვალდებულება ექნება, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინოს

“ის კანდიდატები, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ დეპუტატობის კანდიდატებად, დღევანდელი კანონმდებლობით, ვალდებულები არიან, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები წარმოადგინონ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, 9 ათასამდე ადამიანია, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარმოადგინოს.

“ის კანდიდატები, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ დეპუტატობის კანდიდატებად, დღევანდელი კანონმდებლობით, ვალდებულები არიან, რომ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები. ჩვენი გათვლებით, ასეთი იქნება 9 ათასამდე ადამიანი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა შესაბამის დაწესებულებებთან, ასევე, პარტიებთან და გვაქვს ასეთი შემოთავაზება, რომ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შევიტანოთ ცვლილება და კანდიდატები გავათავისუფლოთ იმ ვალდებულებისგან, რასაც ჰქვია ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. იმ შემთვევაში, თუ პირი გახდება პარლამენტის წევრი, მას, ბუნებრივია, ექნება ეს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს ასეთი ტიპის ცნობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით ერთხმად მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილება “საარჩევნო კოდექსში” შედის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები