მარინა ეზუგბაია: საქართველო, ჯერჯერობით, კვლავ “მწვანე ზონაშია”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველო, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება.

მისივე თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება, ამიტომ, განსაკუთრებით საყურადღებო კვლავ ეს რეგიონია.

“აჭარაა, ძირითადად, საყურადღებო. დანარჩენ რეგიონებში თითქმის დაავადების ლოკალიზებისკენ მივდივართ. მატება არცერთ რეგიონში არ არის. ყველა რეგიონში შემცირება ხდება ან იგივე მონაცემები რჩება. თბილისიც, ძირითადად, ზომიერ, კონტროლირებად მატებას ინარჩუნებს.

საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება. შემოდგომაზე შემთხვევების მატებას ისედაც ველოდით. ეს ვირუსი არ არის მარტივი ვირუსი, ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია. გართულებების დიდი ჩამონათვალი აქვს. მაგრამ მთავარია ის, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, გაუმკლავდეს სიტუაციას, არის საწოლფონდი. მთავარია, ბევრი მძიმე პაციენტი არ გვყავდეს და სიკვდილიანობა არ გაიზარდოს. დაავადების დროული მკურნალობით პრევენცია შესაძლებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები