“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას” იწყებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას” იწყებს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
უდუმაშვილის განმარტებით, საზოგადოების რჩევები მათი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გააჟღერებს საკუთარ გეგმებსა და მოსაზრებებს.
“დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას”. ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობისგან” და, უშუალოდ, პრემიერობის ჩვენი კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ქალაქს, რაიონს და მოისმენენ იმ დავალებებს ამომრჩევლებისგან, რომლებიც უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ”, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.