ირაკლი აბუსერიძე: ქართული რაგბის განვითრებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ფონდ „ქართუსა” და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ ქართული რაგბის წარმომადგენლებს 8 ერის გათამაშებაში მიწვევა მიულოცა და საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ფონდ „ქართუს” და მის დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო 8 ერის გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ეროვნული ნაკრების მიწვევას, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ამ წარმატების მისაღწევად, დაუღალავი შრომის შედეგად, დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ჩვენს მორაგბებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად „რაგბი ჩვენი თამაშია”. ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და სხვა წამყვან ნაკრებებთან ასპარეზობისას ჩვენი ბორჯღალოსნები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. ეს სასიხარულო ამბავი მინდა მივულოცო მოქმედ მორაგბეებს, ყველა თაობის მოთამაშეებს, მწვრთნელებს, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით, თავდაუზოგავი ბრძოლით და შემართებით დღემდე მოიტანეს ქართული რაგბის კულტურა. მე დღეს ამაყი ვარ! 13 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მეც ვიყავი ამ წარმატებების მონაწილე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული რაგბის განვითრებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ფონდ „ქართუს” და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდის გულშემატკივრობით და ფინანსური მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოეწყო, აშენდა და აღიჭურვა 13 სარაგბო ბაზა, 28 მოედანი და 2 სარაგბო აკადემია. ფონდი „ქართუს” მიერ გაწეული ქველმოქმედება ჯამში 200 მლნ. ლარს აღემატება”, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები