მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარას, 20 თბილისს, დანარჩენი კი სხვა რეგიონებს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა.
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროების შესახებაც ისაუბრა.
“ქვეყანაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 50 მოგზაურობის ისტორიის მქონეა, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებულია, დანარჩენები ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.
170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით განაწილებულია შემდეგნაირად – 124 არის აჭარა, 20 თბილისი, 13 ქუთაისი, 6 ზუგდიდი, სამი გურია-ოზურგეთი, სამი მცხეთა-მთიანეთი, ერთი ცაგერია.
გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 11-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.