პანევროპული პროფკავშირის მმართველი კომიტეტი მნიშვნელოვანი საკითხებისა და პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბა

პანევროპული პროფკავშირის მმართველი კომიტეტი მნიშვნელოვანი საკითხების და პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბა. შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და პანევროპული პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდა.

როგორც “კვირას” პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, მსოფლიოს და ევროპის პრიორიტეტები და მოქმედებები (აღდგენა და გამძლეობა) – ეს იყო ხაზი, რომელიც დღევანდელ ონლაინ შეხვედრას გასდევდა. მონაწილეებს მიმართეს ოუენ ტიუდორმა – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ; ლუკა ვისენტინიმ – პან-ევროპული პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა და ირაკლი პეტრიაშვილმა – პან ევროპული პროფკავშირის პრეზიდენტმა.

ევროკავშირში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან ერთად, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით და საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლუკა ვისენტინი ევროკავშირში დააყენებს საკითხს, რომ ექსპერთა ჯგფუმა შეისწავლოს და შეადაროს ევროკავშირთან შედარებით ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებში რა ვითარებაა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. ასევე ევროკავშირმა შეიმუშავოს რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის როგორც მინიმალურ ხელფასთან, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების მიერ იმ ავანტიურისტულ ნაბიჯებთან და შანტაჟთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ეწევიან მაგალითად საქართველოში, როგორც მინიმალურ ხელფასთან, ისე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან და კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ონლაინ საბჭოს შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო პანდემიით გამოწვეული კრიზისები ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოში, მზარდი უმუშევრობა და აუცილებელი ნაბიჯები, ვითარების გაღრმავების ასაცილებლად. განიხილეს ბელარუში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა და დემოკრატიული პროფკავშირის დევნის შემთხვევები.

ბელარუსიის გარდა საუბარი შეეხო კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და მოვლენებს, მათ შორის განიხილეს მაგალითები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და უკრაინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები