„ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპი ბოტების სამიზნე გახდა
„ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპი ყალბი „ფეისბუქ” მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა.
ვიდეორგოლზე გაბრაზების აღმნიშვნელი რეაქციით უცხო ქვეყნებში, მათ შორის, ინდოეთისა და აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირებული ექაუნთებით ეხმაურებიან.
„ქართულ ოცნებაში” ეჭვობენ, რომ ე.წ. ტროლებსა და ბოტებს „ნაციონალური მოძრაობიდან” პოლიტიკური ოპონენტები მართავენ.