მეუფე ნიკოლოზი: ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით

 

“არაფერი მაქვს შეზღუდვების საწინააღმდეგო”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ, ვინც ეკლესიაში არ მიდის, არ სჯიან.

„რა სპორტულ ღონისძიებებს ესწრება ხალხი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ის უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირს, არაფერი მაქვს დასაჩივლებელი. ვატარებთ, ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით ამის გულისთვის, პირბადეების ხმარებაც გამართლებულად მიმაჩნია და ხელების დაბანაც, მით უმეტეს. ყველაზე მძიმე სიტუაცია, როცა იყო აღდგომის დღესასწაულზე, მაშინაც მადლობა ღმერთს, ღვთის მადლით ჩატარდა ყველაფერი და დასაჩივლი არაფერი მაქვს“, -განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები