კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

აღნიშნულ სოფლებში  დღეს კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები