დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენა 20:00 საათზე “მთაწმინდის პარკში” გაიმართება.
“10 სექტემბერს, 20.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
წარდგენა გაიმართება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვაიმია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.