გიორგი გახარია: როგორც ვვარაუდობდით, მეორე ტალღა იწყება, თუმცა, სრულად ვმართავთ სიტუაციას

“ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. 57 შემთხვევა, რომელიც გვაქვს დღეს და გუშინ გვქონდა 44 შემთხვევა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, ნელ-ნელა, იცვლება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომას ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთწრთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება, ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში, მაგალითად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებდა დაახლოებით 150 PCR ტესტს. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალოდ, გააკეთოს 6-7 ათასი ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება.
სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ სტრატეგია, რომელიც ჩვენ პირველი დღიდან ავირჩიეთ, სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, ამ სტრატეგიის შესრულებისთვის გარკვეული შეზღუდვების, რომლებიც არ არის საბაზისო მოთხოვნები ადამიანის, დაწესება მოგვიწევს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები