მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს.

“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან – 5-ის წყაროა “დონა”, 15-ის – ბათუმი, 18 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 4 აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონეა, სამი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 5 სამედიცინო პერსონალია და 8-ზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება. 57-დან 25 პაციენტის წყაროა აჭარა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმეა 4 ადამიანი, მძიმეთა სიაშია 18.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკულად მძიმეა 1, 1-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები