რომან კაკულია: კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს

“კანონპროექტის შინაარსი ასეთია – თუ პირობითად ათ ადამიანს 300 ლარიანი ხელფასი აქვს, ცვლილების შედეგად, რვა ადამიანი 500 ლარიანი ხელფასით იქნება, ხოლო ორი – უმუშევარი. ეს არ არის კარგი შედეგი”,- ასე შეაფასა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის, 500 ლარით განსაზღვრას ითხოვს.

“კანონპროექტის შინაარსი ასეთია – თუ პირობითად ათ ადამიანს 300 ლარიანი ხელფასი აქვს, ცვლილების შედეგად, რვა ადამიანი 500 ლარიანი ხელფასით იქნება, ხოლო ორი – უმუშევარი. ეს არ არის კარგი შედეგი. თუ ამას კერძო კომპანიების გადასაწყვეტად ვტოვებთ, ჩემი და მთავრობის აზრით, ასეთი შედეგი დადგება, რვა მომატებული ხელფასით იქნება, ორი უმუშევარი. სხვა ინსტრუმენტებია ჩასართავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვლის, მინიმალური ხელფასს საკმარისი, ადეკვატური არ არის, მისი მოგვარების ეს გზა ამ ეტაპზე, შესაძლოა აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გახდეს. ეს ხედვის საკითხია“, – განაცხადა კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები