რომან კაკულია: მიხეილ სააკაშვილზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, მით უფრო სწორი პოლიტიკა იქნება

“არ მგონია, მიხეილ სააკაშვილზე რამე ახალი ვთქვა. ვფიქრობ, რომ მასზე რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ და თუ ხსენებიდან საერთოდ ამოვიღებთ, ეს უფრო სწორი პოლიტიკა იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულიას თქმით, ვითომ პროგრესთან დაკავშირებული შენიღბული მეთოდოლოგია ქვეყნის განვითარებისთვის მიუღებელია.

„არ მგონია, მიხეილ სააკაშვილზე რამე ახალი ვთქვა. ვფიქრობ, რომ მასზე რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ და თუ ხსენებიდან საერთოდ ამოვიღებთ, ეს უფრო სწორი პოლიტიკა იქნება. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას მთავარი მხოლოდ ძალადობრივი ნაწილი კი არ იყო, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იყო მოდერნიზაციისა და ქვეყნის განვითარების ის გეგმა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობდნენ. ჩემთვის არ არის საინტერესო და მგონია, რომ ბევრი რამე არის დამალული და ართქმული, რომელიც ქვეყნის კულტურისა და გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით სიკეთის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ წინასაარჩევნოდ ამის ახსნაც უნდა მოვახერხოთ. რაც შეეხება ძალადობრივ ნაწილს, ვისაც ამის გაგების სურვილი ჰქონდა, მგონია, რომ ყველამ გაიგო, ვისთან და რა სახის მმართველობასთან გვაქვს საქმე. ვითომ პროგრესთან დაკავშირებული შენიღბული მეთოდოლოგია მიუღებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. ასევე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ – 2 წლით.

“2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. მინდა, შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, არამედ – შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები