სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მორიგი წამლობა ჩაატარა
სურსათის ეროვნული სააგენტოს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მორიგი წამლობა ჩაატარეს.
სააგენტოს ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში – ხალასა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქედის მუნიციპალიტეტში – პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ბათუმის, მწვანე კონცხის, სარფის, გონიოსა და კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ფართობია დამუშავებული.
“ღონისძიებები, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აწვდიან ინფორმაცია”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.