ცაგერში ,,კოვიდ 19,, პირველად დაფიქსირდა – ვირუსი 5 პირს დაუდასტურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლაჯანასა და სპათაგორში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა, ცაგერის მუნიციპალიტეტი მწვანე ზონად აღარ მოიაზრება, რადგან ,,კოვიდის,, შემთხვევები ორ სოფელში დაფიქსირდა.

„ლაჯანასა და სპათაგორში 5 ადამიანის დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა გვაქვს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თბილისში, ახლობლის ქორწილში. ამავე ქორწილში მყოფ თბილისელ პიროვნებას რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი. ამ ინფორმაციის შემდეგ, ქორწილში მყოფი ლეჩხუმელი ადამიანები გვყავდა თვითიზოლაციაში და დღეს, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანზე დადებითი პასუხი გვაქვს”, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

ამ წუთებში, ორივე სოფელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები