ეკატერინე ტიკარაძე: იკრძალება 200 კაცამდე ადამიანის თავშეყრა – სანქციები იქნება უფრო მკაცრი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეტად უფრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს და საჯარიმო სანქციებიც უფრო მკაცრი იქნება.
„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე ადამიანის თავშეყრა. რასაც ვაკეთებდით აქამდე, იყო ის, რომ ვიღებდით შეტობინებას და შეტყობინებაზე ვრეაგირებდით როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე – ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მეტად უფრო აქტიურ მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებიც იქნება უფრო მკაცრი“, – აღნიშნა მინისტრმა.