გიორგი გახარია: პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება

“პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება კლასში, იქნება დისტანციურად. ეს ნიშნავს, რომ ქობულეთსა და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას პირველი ოქტომბრიდან გააგრძელებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები