ნუკრი ქანთარია: საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცილდება
“მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, რადგან მის მიმართ სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარიას თქმით, საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცილდება.
„თუმცა, მისი ფანებიც არიან და ისინი დაღონებული იქნებიან. მგონია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცილდება, ფსიქიატრიულის განხრით მიდის. სინანულით მინდა, ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში პრემიერებიც არიან, პრეზიდენტებიც, პროკურორებიც, მაკედონელებიც და ნაპოლეონებიც. ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა, მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს“, – განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საკუთარ ,ფეისბუქგვერდზე,, დაწერა, რომ დღეს, 7 სექტემბერს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი – მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.