მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დეა კაპანაძის ჩვენება ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს

“დეა კაპანაძის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ჩემი და ნებისმიერი სხვა ადამიანის შეფასებითაც, ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონისა და კომპიუტერის მონაცემების აღდგენას ითხოვს.

„მინდა შევეხო რამდენიმე ჩვენებას. ერთერთი არის დეა კაპანაძის ჩვენება, რომელიც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ შემთხვევაში, ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმე ფაქტს. ერთერთია ის, რომ როცა დეა კაპანაძე დაკითხვაზე მივიდა, საერთოდ არ იყო არანაირ თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბარი. ერთი საინტერესო ფაქტია, კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა თამარი იქ აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგან იყო ძალიან გულჩვილი და ამავდროულად ძალიან მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე, როგორც მისი მეგობარი, გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მამაკაცი. თუ არ იქნება გამოთხოვილი და აღდგენილი სატელეფონო ზარები, WhatsApp-ის ლოკაციები, საიდანაც ხდებოდა მძინარე გოგონას გაღვიძება… თვით მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ გამორიცხული იყო, შინაარსობრივად, შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე, ვინმეს თამარი სახლიდან გაეყვანა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები