მეუფე იაკობი: თუ მღვდელმთავარს საკუთრება აქვს, ანდერძი უნდა დაწეროს და სიკვდილის შემდეგ, ეკლესიას გადაეცემა, ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ

“მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ”,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიას მტრები ებრძვიან.

„ტელევიზიით გადის ხოლმე მღვდელთმთავრების ქონებებზე, სჯულის კანონიდან ვიღაცები მოჰყავთ ხოლმე… რჯულის კანონი რომ გადაშალოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ. პირადად ჩემზე თუ გაინტერესებთ, ეკლესიაში რომ წავედი მთელი ჩემი ქონება დავთმე და გადავეცი, მაგრამ ვისაც აქვს, არავითარი დანაშაული არ არის, რჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ. არასწორად განმარტავენ ხოლმე.

შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით, ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონებაო.. მაგათ ეგ აინტერესებთ? ეკლესიის დამცრობა უნდათ იმიტომ, რომ შეკვეთა აქვთ ჩვენი მტრებისგან იმისი, რომ ინდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. დღესაც შევხედოთ თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ჩვენს ეკლესიას იქ იურისდიქცია გაგვაჩნია. სახელმწიფოს არ გააჩნია. ქვეყანა დიდი გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო დაგვიპატარავდა და ვინ იბრძვის ამისთვის? ვინც ებრძვის ეკლესიას, დიქტორებზე არ მაქვს საუბარი, რომ გამოდიან გოგო-ბიჭები და ტელევიზორიდან რომ გვესაუბრებიან, მე მაქვს საუბარი იმათზე, ვინც მართავს ტელევიზიებს, ჩვენ რა არ ვიცით რა ფულით სპონსორდებიან? ისინი ებრძვიან საქართველოს წარსულს, საქართველოს აწმყოს და საქართველოს მომავალს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები