ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, აჭარაში ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება

“დიდი ალბათობით, აჭარაში ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობენ.

„აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა. შესაბამისად, ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ მუშაობის შეწყვეტას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ეს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციაა“.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები