ვრცელდება ფარული ჩანაწერი, სადაც არასრულწლოვანი ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მედიაში ბრალდებულების საპატიმრო საკნებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, სადაც დაკავებული არასრულწლოვანი  – ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

„6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული, მეექვსესთან ერთად ვარ მე მაგ დროს, ზუსტად ერთი და იგივეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არ აქვს დამძიმებული, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით, მე მაქვს დამძიმებული და იმას – არა, თვითონაც ამბობს, ზ.ხ. ჩემთან ერთად იყოო და კაკიც იძახის, რომ ზ.ხ. ამასთან ერთად იყოო. აუ, მამაჩემი იმას დედის მ…. მე რომ „სროკი“ მომცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მაგას დედას მ… რის გამო და ტყუილუბრალოდ „სროკი“ რომ მომცენ…ყველა „გასროკეთო“ მაგას იძახის და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5 „ისროკებიან“, თამაზა გაგიჟდება ბ…შვილი ვიყო. რეალურად როგორ არ აინტერესებს მაგ… შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ ღმერთმა დაიფაროს, მე რომ „გამსროკონ“, მამაჩემს ეგრევე „გასროკავენ“, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია. შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ“, – აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები