ამირან გამყრელიძე: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ეს არ ნიშნავს მეორე ტალღას

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ეს არ მიანიშნებს იმას, რომ დაწყო ვირუსის მეორე ტალღა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოსალოდნელია ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც გრიპის სეზონი იწყება.
“ფაქტია რომ გვაქვს ზრდა, თუმცა ეს არ არის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. ეს იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებით აჭარაში შემთხვევების მატება გამოიწვია ხალხმრავლობამ, ქალაქში მოხდა ბევრი ადამიანის კონცენტრაცია. უმრავლეს შემთხვევაში წყაროს ვადგენთ და ე.წ ,,დონას“ კლასტერს მალევე დავხურავთ ისევე როგორც სხვა დანარჩენს. ჩვენ მეორე ტალღას, როცა ვამბობდით ვვარაუდობდით ნოემბრის თვეს, მაშინ, როცა გრიპის სეზონიც აქტუალურია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები