კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევიდან 13 აჭარაში დაფიქსირდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში ამჟამად 58 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთაგანაც 17-ს პნევმონია აღენიშნება, ერთის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

„გუშინწინ 2000-მდე ნიმუში იყო აღებული ამ ოთხ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში. უმეტესი მათგანის კვლევა დასრულებულია. დარჩენილია 300-მდე ნიმუში, რომელთა პასუხებსაც ველოდებით. აქედან ორი შემთხვევა პოლიკლინიკაში მიმართვით არის გამოვლენილი და ახალ 13 შემთხვევაში შედის. ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული კვლევა, ყველა კონტაქტის მოძიება.
აჭარაში, ამჟამად 58 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და უსიმპტომოა, 17-ს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არა – მძიმე, ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა გამკაცრდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები