მიხეილ სააკაშვილი: ქართველები გარბიან საქართველოდან, ჩემი პრეზიდენტობის დროს მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში მეტი ადამიანი ბრუნდებოდა სამშობლოში, ვიდრე ტოვებდა ქვეყანას.

მისი თქმით, ახლა  ქართველები ქვეყნიდან გარბიან.

ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“ქართველები გარბიან საქართველოდან. ნახეთ! რა ქვეყნების სიაშია საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მომთხოვნებს შორის. ჩემი პრეზიდენტობის 9 წლიდან 7 წელს ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი, უფრო მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ახლა, მას შემდეგ არის სულ უფრო მეტი კატასტროფა!
ჩვენ ამას დაუყოვნებლივ შევაჩერებთ 31 ოქტომბერს!”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები