მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, საქართველოს მიერ რეზოლუციის გენერალური ასამბლეისთვის წარდგენა, ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
“დღეს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელწმიფო.
მსურს მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა. შედეგად, რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება არა მხოლოდ სოლიდარულია, არამედ თავად არის ჩართული ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში.
მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, საქართველოს მიერ რეზოლუციის გენერალური ასამბლეისთვის წარდგენა, ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ საქართველოს რეზოლუციის წარდგენა მიმდინარე სესიაზე ტექნიკურად ვერ მომხდარიყო და თუ მოხდებოდა, პანდემიის გათვალისწინებით, მხარდამჭერთა მობილიზება ვერ განხორციელებულიყო. საქართველოს საკითხი მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე რეგულარულად განიხილება და ასეთ რთულ პერიოდშიც კი, აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში,”- წერს დავით ზალკალიანი.