„ქართული ოცნების” ლიდერები ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება, – სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ზაზა დუგლაძე.

როგორც “კვირას” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს, მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„ქართული ოცნების” ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ადგილობრივების დასაქმებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები